თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერები იპოვა

ნახვები: 628 შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერები იპოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ საკუთარ სახლში და ავტომობილში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა.

როგორც ადვოკატი „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, აპარატურა გუშინ საღამოს საათებში, შემთხვევით, სავარძელში იპოვეს, შემდეგ კი სათვალთვალო კამერა ავტომობილშიც ნახეს.

„პირველი პატარა სათვალთვალო კამერა თავისი მოწყობილობით იქნა აღმოჩენილი სავარძელში, სახლში, მაგიდის გვერდით. შემდეგ ჩავედით, მანქანა დავათვალიერეთ და იქაც ვიპოვეთ. მერე გარეთაც კარგად დავათვალიერეთ, იქაც ვნახეთ, სახლის წინ აყენია, დიდი კამერაა. გუშინ შემთხვევით აღმოვაჩინეთ, საღამოს პერიოდი იყო“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

კითხვაზე, თუ ვისზე აქვს ეჭვი, ხაჭაპურიძე პასუხობს, რომ ალბათ, ფაქტი იმ პირებს უკავშირდება, ვინც მისი საქმიანობით დაინტერესებულია.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, საჯარო განცხადების საფუძველზე, რეაგირება მოახდინოს.

„საჯარო განცხადებას ვაკეთებთ და ვალდებულები არიან, თვითონ მოახდინონ ამაზე რეაგირება. მაგის დრო არ მაქვს, რომ განცხადებები ვწერო,“ - აღნიშნავს ადვოკატი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა