თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ნინო ლომჯარია:უმრავლესობიდან ვინმე რომ შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, დარწმუნდებიან რა რთული ვითარება

ნახვები: 629 ნინო ლომჯარია:უმრავლესობიდან ვინმე რომ შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, დარწმუნდებიან რა რთული ვითარება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გუშინ მოინახულა "ქართული ოცნების" წევრებზე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თვალით ნახავენ, დარწმუნდებიან რა რთული ვითარებაა. ამ თემაზე მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს.

"მინდა ყველას ვუთხრა, რომ სიტუაცია არის ნამდვილად რთული. ერთი ან ორი წარმომადგენელი უმრავლესობიდან რომ შევიდეს, უბრალოდ ინტერესის გამო და მოინახულოს პატიმარი სააკაშვილი, ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარი თვალით დარწმუნდებიან რა რთული ვითარებაა და შემდეგ, ალბათ არ ჩავარდებიან თუნდაც ადამიანურად უხერხულ მდგომარეობაში ამ განცხადებების გამო. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ალტერნატიულ გზებზე და მექანიზმებზე, ფაქტია, რომ მის ხელში მყოფი პაციენტის მდგომარეობა უარესდება და რაც მოხდა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა