მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მარიამ ჯიშკარიანი:ამერიკიდან მიღებულია მიხეილ სააკაშვილის თმის ღერზე ექსპერტიზის დასკვნა, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს მომწამვლელი ნივთიერებებით ჯანმრთელობის დაზიანებასთან

ნახვები: 836 მარიამ ჯიშკარიანი:ამერიკიდან მიღებულია მიხეილ სააკაშვილის თმის ღერზე ექსპერტიზის დასკვნა, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს მომწამვლელი ნივთიერებებით ჯანმრთელობის დაზიანებასთან

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გერმანიაში უნდა იქნას გადაყვანილი, ვინაიდან საქმე გვაქვს ინტოქსიკაციასთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯიშკარიანმა განუცხადა, გერმანულ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს, როგორც ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ისე დადგინდეს დიაგნოზი და ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, საქმე გვექნება ადამიანის სიკვდილთან.

„ექსპერტთა კომისია მივიდა დასკვნამდე და ჩვენ დასკვნაში უკვე წერია, რომ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ინტოქსიკაციასთან, ანუ მომწამვლელი ნივთიერებებით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე მრავალი ორგანოთა სისტემის მიმართულებით, ეს არის ნეიროინტოქსიკაცია, თუ სხვა ზოგადი ინტოქსიკაცია, რომელიც იწვევს სხვადასხვა დაავადების იმიტაციას. შესაბამისად, სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოების მიზნით ის დაუყოვნებლივ გაყვანას საჭიროებს გერმანიაში, „შარიტეს“ კლინიკაში, რათა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან სწრაფად დადგეს ლეტალობის შედეგი“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, ამერიკიდან მიღებულია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თმის ღერთან დაკავშირებით, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები.

„არ არის გამორიცხული, რომ ეს მძიმე მეტალები და კიდევ სხვა შენაერთებიც საფუძველი იყოს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. დიაგნოსტიკა გახდა პრაქტიკულად შეუძლებელი და შესაბამისად, ის უნდა იქნას გადაყვანილი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, სულ მცირე, დიდ კლინიკა „შარიტეში“, აცხადებს ჯიშკარიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა