მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მარინა კალიურანდი - რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გახდა დამოუკიდებლობის გარანტი ზოგიერთი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ

ნახვები: 491 მარინა კალიურანდი - რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გახდა დამოუკიდებლობის გარანტი ზოგიერთი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ

რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

მისი თქმით, ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას.

„გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი. ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში და დღეს უფრო მეტად არის საჭირო, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის. ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. პირიქით, კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი გადასადგმელია. მათ შორის გაფართოების პოლიტიკის ყოვლისმომცველი გარდაქმნა, არსებული ჩიხის და გაფართოებით დაღლილობის გადალახვა. სწორედ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განგრძობადობას, თანმიმდევრულობას და სანდოობას“, – აღნიშნა კალიურანდმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა