მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ანდრიუს კუბილიუსი - გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი და უნდა დაბრუნდეს ამბიციურ, დინამიურ გზაზე, კარგია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წარსული შეცდომების გათვალისწინება დაიწყო

ნახვები: 449 ანდრიუს კუბილიუსი - გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი და უნდა დაბრუნდეს ამბიციურ, დინამიურ გზაზე, კარგია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წარსული შეცდომების გათვალისწინება დაიწყო

გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი და უნდა დაბრუნდეს ამბიციურ, დინამიურ გზაზე, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა ევროპარლამენტში გამართული სხდომის დროს, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

როგორც ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, კარგია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წარსული შეცდომების გათვალისწინება დაიწყო.

„ამ ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მკაფიოა, გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი და გაფართოება უნდა დაბრუნდეს ამბიციურ და დინამიურ გზაზე, როგორც ეს იყო ცენტრალური ევროპისკენ გაფართოების დროს. ე.წ. გაფართოების გადაღლილობა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ, იყო ძალიან დიდი შეცდომა. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაეწყო. კარგია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაიწყო წარსული შეცდომების გათვალისწინება. ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ღიად განაცხადა, რომ ომამდე ევროკავშირს არ ჰქონდა სათანადო და სწორი პოლიტიკა უკრაინის მიმართ, რადგან ეს პოლიტიკა რუსეთის მიმართ პოლიტიკას იყო დაქვემდებარებული. ხოლო რუსეთი მიმართ პოლიტიკა საერთოდ არ არსებობდა, რადგანაც თქვენ ძალიან იყავით დამოკიდებულები რუსულ გაზზე. ახლა ეს დამოკიდებულება გაქარა. ძალიან კარგია, რომ გვესმის ამბიციური განცხადებები ევროკავშირის გაფართოების შესახებ უკრაინაში, მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ეს განცხადებები ისმის ჯოზეფ ბორელისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან და ოლაფ შოლცისგან. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ამბიციას გამოხატავენ ევროკავშირის ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც. მე არ მესმის მიზეზები, რატომ არ შეიძლება ევროკავშირმა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან უკვე მომავალი წლის შუაში“, – აღნიშნა კუბილიუსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა