გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე - მე არ მსურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს

21.11.2022 ნახვები: 588

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება არ აქვს.

„არ მაქვს ამის უფლებამოსილება ერთი მარტივი მიზეზის გამო, განაჩენის გამოტანა არ დასრულებულა, მას ჯერ კიდევ ასამართლებენ და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება ხდება, როდესაც ყველაფერი დასრულებულია,“- განაცხადა პრეზიდენტმა BBC-თან ინტერვიუში, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, რატომ არ იყენებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად.

კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტს, როცა დასრულდება ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ეს სხვა საკითხია, მე განვმარტე, რატომ არ გავაკეთებ ამას”.

„ეს არის პოლარიზაციის ფაქტორი. ხალხი ცხოვრობდა მისი რეჟიმის დროს და საქართველოში პრაქტიკულად ერთი ოჯახიც არ დარჩა, რომელმაც საკუთარ თავზე არ განიცადა, თუ რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა. არა მგონია, რომ უნდა გავხდე ინსტრუმენტი მეტი პოლარიზაციისთვის.

ამასთან, მე არ მსურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს ან რაიმე გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. საქართველოში საჯაროდ ვაცხადებ, რომ მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს, თუ არ ვიცი, რა ტერმინი გამოიყენება, რათა დამატებითი მკურნალობა მიიღოს...ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა