EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion
Zelensky says ready to hold elections as soon as tomorrow, but several factors make it impossible
Russian military deaths could reach one million by year-end - Zelensky
Russian army loses another 1,530 troops, four air defense systems in war against Ukraine
გოჩა მირცხულავა - დაკარგულ შესაძლებლობასაც თავისი ფასი აქვს
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა

16 მღვდელმთავარი მეუფე ზენონის წინააღმდეგ- ვინ არიან სინოდალური კომისიის წევრები?!

ნახვები: 1753 16 მღვდელმთავარი მეუფე ზენონის წინააღმდეგ- ვინ არიან სინოდალური კომისიის წევრები?!

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა“,-ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 2022 წლის, ბრძანება N 72-ის მიხედვით ვკითხულობთ რომ „საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ა.წ. 15 ნოემბერს შედგეს სინოდალური კომისიის სხდომა. კომისიას დაევალოს შეისწავლოს ზემოხსენებული საკითხი და დასკვნა წარუდგინოს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს.“-ეს წერილი ექსკლუზიურად „ნეიშენ ჯორჯიას“ 11 ნოემბერს გამოეგზავნა.

ცნობისთვის, 2022 წლის 15 ნოემბერს, სინოდალური კომისიის წევრები შეიკრიბა და მასში მონაწილეობა 16 მღვდელმთავარმა მიიღო.

„ნეიშენ ჯორჯიასთვის“ ცნობილი ხდება მღვდელმთავრთა სია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

1) შიო (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსატდრე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენიკასა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი.

2)თეოდორე(ჭუაძე)-სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი.

3)დანიელი(დათუაშვილი)-ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი

4)ისაია(ჭანტურია)-ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი

5)იოსები(კიკვაძე)-შემოქმედელი მიტროპოლიტი

6)საბა(გიგიბერია)-ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი

7)დიმიტრი(შიოლაშვილი)-ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი

8)ანტონ(ბულუხია)-ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

9)ილარიონი(ქიტიაშვილი)-მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი

10)იოანე(გამრეკელი)-ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

11)სტეფანე(კალაიჯიშვილი)-ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი

12)იეგუდიელი(ტაბატაძე)-სტეფანწმდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი

13)ეფრემი(გამრეკელიძე)-ბოლნელი მთავარეპისკოპოსი

14) მიქაელი(გაბრიჭიძე)-თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი

15)მელქისედეკი(ხაჩიძე)-მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

16)ვახტანგი(ლიპარტელიანი)-ნიკორწმინდის ეპისკოპოსი.

კომისიამ ისმჯელა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლნებეზე.

როგორც წერილში ვკითხულობთ, პატრიარქის წერილის მიუხედავად, რომელშიც ეწერა რომ ის მეუფე ზენონს შეხვედრას სთხოვდა, მეუფე ზენონმა მიზეზად საქმიანი შეხვედრები დაასახელა და 10 ნოემბრამდე გადადო პატრიარქთან შეხვედრა- კომისიამ მიიჩნია, რომ ეს არასაპატიო მიზეზი იყო და სინოდალურ სხდომაზე  გადაწყვეტილება მიიღეს.

მეუფე ზენონს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია,თუმცა რამდენიმე დღის წინ „მთავარ არხთან“ საუბრისას ის დიდ მხილებებს აანონსებდა.

თუმცა, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სინოდალური კომისიის გადაწყვეტილება, პატრიარქის მოთხოვნით სინოდის სხდომაზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდის სხდომაზე ერთობლივად მიიღებენ.

„საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად განხილულ იქნას წმ.სინოდის სხდომაზე“,-წერია წერილში.

ავტორი:ზუკა ნემსაძე

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა