მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილის წარსული დაკავშირებულია არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან, აწმყო - პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში ფულით ჩარევასთან

ნახვები: 447 შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილის წარსული დაკავშირებულია არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან, აწმყო - პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში ფულით ჩარევასთან

დღეს, მე მგონი, უკვე არავის ეპარება ეჭვი იმაში, თუ რა როლი აქვს დავით კეზერაშვილს ქართულ პოლიტიკაში, მთელმა საზოგადოებამ იცის მისი წარსული. წარსული დაკავშირებულია ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან, საზოგადოებამ იცის მისი აწმყო და ეს არის პირდაპირი ჩარევა პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში ფულით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ დავით კეზერაშვილის ფული არის არასამთავრობო სექტორში, მედიაში, პოლიტიკაში და პარტიებში.

„ვხედავთ, ჩვენ თვალწინ რა მოსდის „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ფულის წყალობით. ეს ის ფულია, რომელიც წაართვეს ქართულ ჯარს, ქართველ ხალხს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფურცელზე ჩატარებულ ტრენინგზე, რომელშიც არცერთ ჯარისკაცს არ მიუღია მონაწილეობა. მარტო ეს ეპიზოდი, რაც ჩვენ ვიცით და დამტკიცებულია - 5 მლნ ევრო წაართვეს ქართველ ჯარისკაცებს. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ადამიანი, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, როდესაც ასეთ ადამიანთან ასეთ სალონურ ურთიერთობაში შეხვედრებია, გასაგებია, რა შეიძლება იყოს საუბრის თემა, ეს უკვე თავისთავად აჩენს დიდ კითხვის ნიშნებს - რა ხდება იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები დეფინიციიდან გამომდინარე ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა