სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?
მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება

დავით კირკიტაძე - ვისურვებდი, რომ საარჩევნო კამპანია კორექტულობის ფარგლებში ჩატარდეს, ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას შეჰფერის

ნახვები: 466 დავით კირკიტაძე - ვისურვებდი, რომ საარჩევნო კამპანია კორექტულობის ფარგლებში ჩატარდეს, ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას შეჰფერის

ვისურვებდი, რომ კამპანია კორექტულობის ფარგლებში ჩატარდეს, ისე როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას შეჰფერის და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მედიისა და საზოგადოების მაღალი ინტერესი ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" გაჯანსაღების, შიდა დემოკრატიის განმტკიცების პროცესი მიმდინარეობს.

„თქვენი და საზოგადოების მაღალი ინტერესი ადასტურებს იმას, რომ პარტიაში მიდის ნამდვილად კარგი პროცესი, გაჯანსაღების პროცესი, პარტიული შიდა დემოკრატიის განმტკიცების პროცესი. საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა წინადადება, რომ პარტიაში აბსოლუტურად ყველა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევნები ჩვენი მხარდაჭერების ჩართულობით, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. მე ამას მივესალმები. ვისურვებდი, რომ კამპანია კორექტულობის ფარგლებში ჩატარდეს, ისე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას შეჰფერის და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს - შეარჩევს ისეთ ადამიანებს, ვისაც ექნება მხარდაჭერაც, მაღალი ლეგიტიმაციაც, სანდოობაც ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან, რომელიც შემდგომში თავის მხრივ, ადეკვატურად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე დგას," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მისივე თქმით, ის პარტიის თავმჯდომარეობაზე დასახელებულ სამივე კანდიდატს მიესალმება და აღნიშნავს, რომ უფრო მეტი კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი.

კირკიტაძის თქმით, ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას საარჩევნო პროცესების დაწყების შემდეგ დააფიქსირებს.

"მას შემდეგ, რაც საარჩევნო პროცესი დაიწყება, რაც კანდიდატები წარმოდგენილი იქნებიან და მათ გეგმას გავეცნობი, მე ბუნებრივია, აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ," - აღნიშნა კირკიტაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა