მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გია ვოლსკი - რასაც დევიდ ლი აცხადებს, პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითია

ნახვები: 446 გია ვოლსკი - რასაც დევიდ ლი აცხადებს, პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითია

კორუფცია არ გამოიხატება მხოლოდ ფულის „აღებ-მიცემობაში“. პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითია, რასაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ და ამ კორუფციაში კარლ ჰარცელის ჩართულობა ვერანაირად ვერ იქნება მის მიერვე დადასტურებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც დევიდ ლის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კარლ ჰარცელმა მასთან საუბრის ჩანაწერი გააკეთა.


მისივე თქმით, დევიდ ლის განცხადებები სიმართლეა და მათ იქამდე იცოდნენ ამის შესახებ, ვიდრე დევიდ ლი განცხადებას გააკეთებდა.

„სანამ დევიდ ლი გააკეთებდა განცხადებებს, ჩვენ ყველა ვხედავდით, ვიცოდით ამის შესახებ, უბრალოდ სხვადასხვანაირად ფასდებოდა - რადიკალურ ოპოზიციას მოსწონდა ზეწოლა და დაყაჩაღება ბიზნესმენების და მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მოსწონდათ ის მეკობრეობა, რასაც სჩადიოდა მათი ხელმძღვანელობა. ბრალდება, რაც დევიდ ლის მხრიდან გაისმა, სერიოზულ პრობლემად იქცა ადამიანებისთვის, ვისაც თავის გასამართლებლად არაფერი აქვთ. სამწუხაროა, რომ დევიდ ლიმ თავის დროზე არ ამოიღო ხმა. რაზეც ის საუბრობს, ეს არის სიმართლე და ის სამწუხარო სიმართლეა ქართული საზოგადოებისთვის, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური გემოვნება გააჩნიათ.

რა ჩანაწერიც არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის წარმომადგენელ კარლ ჰარცელს, იგი ამას არ წარმოადგენს, რადგან საუბარია გარკვეულ შვედურ ორგანიზაციაზე, რომელთანაც დიდი ალბათობით, არის დაკავშირებული კარლ ჰარცელი და რომელიც აფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელზეც დევიდ ლი საუბრობს. რასაკვირველია, კორუფცია არ გამოიხატება მხოლოდ ფულის „აღებ-მიცემობაში“. ეს არის პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი, რასაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიჰყვებიან და ამ კორუფციაში კარლ ჰარცელის ჩართულობა ვერანაირად ვერ იქნება მის მიერვე დადასტურებული საუბრის ჩანაწერით. ეს გამორიცხულია, რადგან დევიდ ლი საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და რომელიც იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ამას დამატებითი განცხადებებიც არ სჭირდება. სამწუხაროა, რომ უცხოელი ადამიანი ლაპარაკობს კორუფციის ამ მასშტაბზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებით, კარლ ჰარცელმა მას განუცხადა, რომ არ მოსწონდა დევიდ ლის პოსტები არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ამის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია.

„მაისში, კარლ ჰარცელმა დამიბარა და მითხრა, რომ ის არ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან, არ მივიდოდა ორგანიზაციის ღონისძიებებზე, თუ მე დავრჩებოდი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე“, - განაცხადა დევიდ ლიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა