4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

იაგო ხვიჩია - ვინც არ უნდა იდგეს „ქოლ-ცენტრების" უკან, „ქართული ოცნების" სათანადო „კურთხევის“ გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა

ნახვები: 508 იაგო ხვიჩია - ვინც არ უნდა იდგეს „ქოლ-ცენტრების" უკან, „ქართული ოცნების" სათანადო „კურთხევის“ გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა

ვინც არ უნდა იდგეს „ქოლ-ცენტრების" უკან, „ქართული ოცნების" სათანადო „კურთხევის“ გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა, ამიტომ, ვისაც რა უნდა დააბრალოს "ქართულმა ოცნებამ", პირველი ბრალდებული არის თვითონ ამ ყველაფერში ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებებით, დიდი ალბათობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის უკან დავით კეზერაშვილი დგას.

"მე არ ვიცი კეზერაშვილამდე რა მიდის და არა, არ მინდა ვინმეს ცილი დავწამო ისეთ საქმეზე, რაც მე არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ ასეთი ტიპის სისტემური, ორგანიზებული ჯგუფები, როგორიც იყო "ქოლ-ცენტრები", "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების ან მათი ფარული კურთხევის გარეშე ვერ იფუნქციონირებდა, გინდა კეზერაშვილი იყოს მისი მესაკუთრე და ვინც გინდა. ვინც არ უნდა იდგეს "ქოლ- ცენტრების" უკან, "ქართული ოცნების" სათანადო კურთხევის და მხარდაჭერის გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა, ამიტომ ვისაც რა უნდა დააბრალოს "ქართულმა ოცნებამ", პირველი ბრალდებული არის თვითონ ამ ყველაფერში. თავად შოულობდა ფულს ამით თუ თვალს ხუჭავდა, რომ სხვას ეშოვა ფული, რათა მერე, როცა თვითონ დასჭირდებოდა, მაშინ წამოეძახებინა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ტიპის სქემები ამდენი ადამიანის მონაწილეობით, ამდენი დასაქმებულის და დამსაქმებლების ურთიერთობა ვერ იმუშავებდა ქვეყანაში "ქართული ოცნების" სათანადო კურთხევის გარეშე,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა