მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიგი წერეთელი - დეოლიგარქიზაციის და პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე, საქართველოს ევროპულ მომავალს უდიდესი საფრთხე ემუქრება

ნახვები: 491 გიგი წერეთელი - დეოლიგარქიზაციის და პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე, საქართველოს ევროპულ მომავალს უდიდესი საფრთხე ემუქრება

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპას საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ აქვს და ამავე დროს, ის ძალიან მწვავე კრიტიკა, მიუღებლობა იმ ქმედებებისა და პოზიციების, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას.

მისი თქმით, ამ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ კიდევ ერთხელ არის ახსნილი, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია.

წერეთლის თქმით, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გავლენების შემცირებასა და ნიველირებას ყველა მიმართულებით.

„პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა, მისი ავადმყოფობა და ნიკა გვარამიას პატიმრობა არის ძალიან დიდი დამაბრკოლებელი ბარიერი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ამიტომ ამას თუ ეს ხელისუფლება ყურად არ მიიღებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამძაფრდება ეს მოწოდებები და კიდევ უფრო დაზიანდება ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა