4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს

ნახვები: 506 მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს. აღნიშნულის შესახებ ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ამერიკელი ექსპერტების დასკვნას, როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ის ადვოკატებს უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.

„დასკვნა, როცა იქნება, ადვოკატებს გადაეცემათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მძიმეა. ვარაუდია სასჯელის არა გადავადების, არამედ, გათავისუფლების. ასევე, მიგვაჩნია, რომ სრულყოფილი დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა და აუცილებელია პაციენტის სასწრაფოდ გაყვანა, რათა, სწორი დიაგნოსტირება და შემდეგ, სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია მოხდეს. წამყვანი დიაგნოზი ნევროლოგიური სტატუსია, რა იწვევს ნევროლოგიური მდგომარეობის ამდაგვარ დამძიმებას, პრაქტიკულად დადგენილი არ არის“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა