თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

სტრასბურგის სასამართლო გიორგი მამალაძის საქმეზე - დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია

ნახვები: 630 სტრასბურგის სასამართლო გიორგი მამალაძის საქმეზე - დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია

სასამართლო ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი წინამდებარე საქმესთან დაკავშირებულ კონკრეტულ გარემოებებში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, რომელიც მან „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.

„განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ქმედებებით და განცხადებებით დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. კერძოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მას ეკისრებოდა გაუმჟღავნებლობის ვალდებულება და სისხლის სამართლის პროცესი დახურული იყო საზოგადოებისთვის, სხვადასხვა საჯარო მოხელეებსა და პროკურორებს შეეძლოთ არა მხოლოდ გაეკეთებინათ სხვადასხვა განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ასევე მედიაში გაევრცელებინათ შერჩეული ნაწყვეტები სისხლის სამართლის საქმიდან, მათ შორის ფარული ჩანაწერები. ანალოგიურად, ბრალდების მხარის მთავარმა მოწმემ თავისუფლად მისცა ინტერვიუები მის დანაშაულებრივ ბრალდებებთან დაკავშირებით, ხოლო თავად განმცხადებელი ვალდებული იყო შეესრულებინა გაუმჟღავნებლობის ვალდებულება. ამ გარემოებებმა, განმცხადებლის მტკიცებით, ხელი შეუწყო მის დამნაშავედ წარმოჩენას.

სასამართლო იმეორებს, რომ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია არის სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც მოთხოვნილია 1-ელი პუნქტით.

სასამართლო ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი წინამდებარე საქმესთან დაკავშირებულ კონკრეტულ გარემოებებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა