მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ირაკლი კობახიძე:ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და 7 მილიონით გაძარცვეს

ნახვები: 734 ირაკლი კობახიძე:ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და 7 მილიონით გაძარცვეს

ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ უნდა გადაეცათ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყეს ტელეკომპანიის ძარცვა და 7 მილიონით გაძარცვეს. ეს დაადგინა სასამართლომ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ნათელია და წესით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სივრცე არ უნდა რჩებოდეს, თუმცა ოპოზიცია სპეკულირებას მაინც ახერხებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ერთადერთი, რა შეფასებასაც გავაკეთებ როგორც იურისტი ამ საქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხდება რა - გვარამიამ იცოდა, რომ უნდა გადაეცა საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე კანონიერი მფლობელისთვის, იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. წინასწარ იცოდა იმიტომ, რომ ყაჩაღურად მიითვისეს მათ „რუსთავი 2“. ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ უნდა გადაეცათ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყეს ტელეკომპანიის ძარცვა და 7 მილიონით გაძარცვეს, ეს დაადგინა სასამართლომ. თუ ვინმეს კითხვები აქვს, კეთილი ინებოს და სათანადო ინსტანციებს მიმართოს, მაგრამ ფაქტი არის სახეზე - 7 მილიონით გაძარცვეს ის ტელეკომპანია, რომელიც კანონიერი მფლობელისთვის უნდა დაებრუნებინათ სტრასბურგის მოსალოდნელი გადაწყვეტილების საფუძველზე. ყველაფერი არის ხელის გულზე და ყველაფერი არის ნათელი. ასეთ დროს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის წესით არ უნდა რჩებოდეს სივრცე, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„მე აქაც ვერ ჩავერევი. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს. სამი სიტყვა გამოიყენა, პირველს გაგახსენებთ - ეს იყო რეზიდენტი, მეორეს და მესამეს არ გავიხსენებ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე. როდესაც ამის შემდეგ ჩვენ თეორიულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს ნიკა გვარამია, მაშინ გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ, ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მე მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოირიცხება შეწყალება“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა