მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გია ვოლსკი:ნიკა გვარამიას შეწყალება გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას და ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე

ნახვები: 446 გია ვოლსკი:ნიკა გვარამიას შეწყალება გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას და ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე

შეიძლება სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ პოლიტიკურ ხელისუფლებებს, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს - არსებობს პოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ , - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნიკა გვარამიას პატიმრობაზე აშშ-ის საელჩოს და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა კომიტეტის განცხადებებს.

ვოლსკის თქმით, შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არსებობს უტყუარი ფაქტებიც დანაშაულის თაობაზე.

„საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ფაქტი, შეიძლება ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ პოლიტიკურ ხელისუფლებებს, მათ შორის, აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს. შესაძლოა, ჰქონდეთ პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არსებობს სასამართლო და ფაქტები, რომლებიც უტყუარია, აქედან გამომდინარე უნდა იმსჯელოს ნებისმიერმა ჩვენმა მოკეთემ თუ მოყვარემ. ვფიქრობ, არასწორია მსჯელობა, რომ მედია მენეჯერობა ნიშნავს იმას, რომ გაქვს ინდულგენცია ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის ასარიდებლად. არსებობს პოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების გამოყენებას, ვოლსკი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა დანაშაულის არსებობა უნდა მიიღოს მხედველობაში. მისივე თქმით, შეწყალება არ იქნება აღქმული როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის და ეს გააძლიერებს „დესტრუქციულ ძალებს“.

„სალომე ზურაბიშვილმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს დანაშაულის არსებობის საკითხი და საზოგადოებრივი განწყობებიც უნდა მიიღოს მხედველობაში. როცა დანაშაული არის ჩადენილი, არ შეიძლება გარკვეული სტანდარტით იხელმძღვანელო, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ არის შემოთავაზებული, თითქოს ეს ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ვერანაირად ვერ იქნება რადიკალური ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მისი შესაძლო გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ, როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის, პირიქით, ეს გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას და ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა