პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომელთა შორისაც საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან

ნახვები: 658 თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომელთა შორისაც საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს.

როგორც კუპატაძე განმარტავს, საუბარია, სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებზე, მათ შორის, ჰეროინსა და კოკაინზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ეს ადამიანები ქვეყანაში ნარკოტიკების სხვადასხვა გზით შემოტანას ახდენდნენ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა კუპატაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილიდან თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. ნარკოდამნაშავეები დააკავეს ფონიჭალაშიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა