მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ზურა ჯაფარიძე - 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ

ნახვები: 454 ზურა ჯაფარიძე - 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ძალიან დიდი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერც მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში კითხვებს იწვევს „ქართული ოცნების“ ქმედებები და განცხადებები, რომელიც მისი აზრით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერს აკეთებს.

 

„კითხვები უკავშირდება „ქართული ოცნების“ ქცევას და ნაბიჯებს, რომელიც მათ გადადგეს კანდიდატის სტატუსის უარის მიღებამდე და უარის მიღების შემდეგ. ეს არის ის კითხვები, რომლის გამოც, ძალიან მაღალი, 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ. ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი. ომი კი არ გვინდა, რეკომენდაციების შესრულება გვინდა და არ აკეთებენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

გარდა ამისა, ის ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ხელისუფლება ამ თანამდებობაზე მისთვის სასურველ კანდიდატს შეარჩევს.

 

„არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება რომელიმე დემოკრატიულ ინსტიტუტს დათმობს და მისცემს მას დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. ამ ხელისუფლების ბუნება არის ასეთი, რომ ძალაუფლების ყველა წერტილი სრულად უნდა გაკონტროლდეს, მათ შორის შეიძლება არც ისე ძალიან პრობლემატური ძალაუფლების დაკარგვის თვალსაზრისით, მაგრამ მგონია, რომ ამ პოზიციაზეც საკუთარ კანდიდატს გაუშვებენ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა