თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

სალომე სამადაშვილი:თუ ივანიშვილი გააგრძელებს დემოკრატიის შეფერხებას, ცხადია, ზეწოლის ბერკეტების გაძლიერება დღის წესრიგში იქნება

ნახვები: 630 სალომე სამადაშვილი:თუ ივანიშვილი გააგრძელებს დემოკრატიის შეფერხებას, ცხადია, ზეწოლის ბერკეტების გაძლიერება დღის წესრიგში იქნება

თუ ივანიშვილი გააგრძელებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის შეფერხებას, ცხადია, ზეწოლის ბერკეტების გაძლიერება იქნება დღის წესრიგში და ამის ნიშნები ჩვენ უკვე ვნახეთ , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა მოლდაველი ოლიგარქების მსგავსად სანქციები დაუწესონ საერთაშორისო პარტნიორებმა ბიძინა ივანიშვილსაც.

სამადაშვილის თქმით, მოლდაველი ოლიგარქების დასანქცირება სწორედ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეშლას უკავშირდება.

"რაც შეეხება ოლიგარქების დასანქცირების გადაწყვეტილებას, ეს უკავშირდება იმას, რომ მათ საკუთარი საქმიანობოთ ხელი შეუშალეს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს მკაცრი მითითება ევროკავშირისგან დეოლიგარქიზაციაზე, ანუ ივანიშვილის რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება არის სწორედ იმის წინაპირობა, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს როგორც ქვეყნის დემოკრატიის, ასევე რეფორმების და ევროკავშირის მიმართულებით. ამიტომ თუ ივანიშვილი გააგრძელებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის შეფერხებას, ცხადია, ზეწოლის ბერკეტების გაძლიერება იქნება დღის წესრიგში და ამის ნიშნები ჩვენ უკვე ვნახეთ, როცა უკრაინის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნის შესახებ,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, ოლიგარქებს სანქციები მოლდოვაში გამართულ არჩევნებში ჩარევისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ასევე ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა