4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ველოდებით, რომ კალაძე მოვა, არ შეუშინდება კითხვებს - ოპოზიცია საკრებულოში რიგგარეშე სხდომას ითხოვს

ნახვები: 506 ველოდებით, რომ კალაძე მოვა, არ შეუშინდება კითხვებს - ოპოზიცია საკრებულოში რიგგარეშე სხდომას ითხოვს

ოპოზიცია რიგგარეშე საკრებულოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ხუთი პარტიის წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კითხვები აქვთ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ისინი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საკრებულოში 31 ოქტომბერს 11:00 საათზე იბარებენ.

"სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისთვის რომ კითხვებს გაექცეს კანონს არღვევს. პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი თბილისელების წინაშე, კითხვები დავსვათ უსაფრთხოებაზე, კორუფციაზე და ზუსტად ამიტომ თბილისის საკრებულოს სრული შემადგენლობა, 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს 11:00 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, არ შეუშინდება იმ კითხვებს რომელიც არსებობს", - თქვა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე სწორედ ახლადრეაბილიტირებული და წინა დღეს გახსნილი ვაკის პარკის შადრევანმა იმსხვერპლა. ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. ექიმებმა მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკავებულია 9 პირი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა