მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს

ნახვები: 431 კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები.

„ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერელი ტანჯვის, მსხვერპლისა და განადგურების შესახებ. დეტალურად განვიხილეთ ისრაელის მიმართ უკრაინის თხოვნა, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვითი სისტემები და ტექნოლოგიები“, – წერს დმიტრო კულება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა