4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და აქციას მართავს

ნახვები: 508 თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და აქციას მართავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად დღეს დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ და მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს უნივერსიტეტი არის მართული "კლანის" მიერ და ჯაბა სამუშიას რექტორად შესაძლო დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია.ისინი რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვენ.

სტუდენტთა განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.

"ეს პროცესი არის არალეგიტიმური. თვალს ვერ უსწორებენ სტუდენტებს და ჩუმად ნიშნავენ რექტორს, რომელიც ხელისუფლების მიერ არის დანიშნული უნივერსიტეტში. სოლიდარობა სტუდენტებს, თავისუფლება უნივერსიტეტს", - აცხადებს "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელი, საბა ქერქაძე.

აღსანიშნავია, რომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა