თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ოპოზიციის პასუხი კალაძეს-ვინმეს პოლიტიკურ ქულებზე რომ საუბრობს გუშინდელი სამარცხვინო დღის შემდეგ, რაც გააკეთა და როგორც იპიარა, არის ამაზრზენი

ნახვები: 629 ოპოზიციის პასუხი კალაძეს-ვინმეს პოლიტიკურ ქულებზე რომ საუბრობს გუშინდელი სამარცხვინო დღის შემდეგ, რაც გააკეთა და როგორც იპიარა, არის ამაზრზენი

თბილისის მერს, რომელმაც დღეს ოპოზიცია ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერაში დაადანაშაულა, ოპონენტები პასუხობენ. თბილისის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც დღეს მერიასთან მივიდნენ და დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებად მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ კალაძე ახლა ცდილობს სიბინძურე, რომელშიც თავად აღმოჩნდა, ოპოზიციას დააბრალოს:

"ეს ადამიანი, ვინმეს პოლიტიკურ ქულებზე რომ საუბრობს გუშინდელი სამარცხვინო დღის შემდეგ, რაც გააკეთა და როგორც იპიარა, არის ამაზრზენი. კალაძემ კარგად იცოდა, რომ ჩვენ ვიყავით მოსულები კონკრეტული კითხვებით, მათ შორის ტექნიკური დეტალები გვაინტერესებდა, კორუფციის საკითხები გვაინტერესებდა და როგორ ავიცილოთ ტრაგედიები ეს გვაინტერესებდა, მათ შორის კალაძემ ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც ოპოზიცია დაუშვია მთავრობის სხდომაზე, იქ არც ერთი ტელევიზია არ არის და კამერების წინ კეკლუცობას ვერავინ ვერ დაგვაბრალებდა, მაგრამ ეს არის შეშინებული ადამიანი, არ აქვს პასუხები ჩვენ კონკრეტულ კითხვებზე და რაღაცით თავი რომ გაიმართლოს, ცდილობს ეს სიბინძურე რაც მის თავს ხდება, დაგვაბრალოს ჩვენ" ამბობს ენმ-ს წევრი, ირაკლი ნადირაძე.

ოპოზიცია ამბობს, რომ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კონცერტების ჩატარებისა და დაფინანსების საკითხების განხილვა იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა