მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ადვოკატი - ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი, გაუკვირდა დაკავების ამბავი

ნახვები: 772 ადვოკატი - ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი, გაუკვირდა დაკავების ამბავი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისმა ადვოკატმა, მამუკა ბლიაძემ მოინახულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფურცხვანიძე აღნიშნულ საქმეში თავის ბრალეულობას ვერ ხედავს და გაოგნებულია, რადგან „მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს არანაირი პრობლემა არ უნდა შექმნოდა“.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ლაშა ფურცხვანიძეს, იგი დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი. ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ და საქმის მასალები არ გადმომცემია, მას გაუკვირდა მისი დაკავების ამბავი, დღეში სამჯერ მიდიოდა პოლიციის სამმართველოში და თუ დასაკავებელი იყო მივიდოდა და ადგილზე დააკავებდნენ, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს სამსახურის ეზოში. გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს. თითქოს ექსპერტები აიძულა და ზეგავლენა მოახდინა, რომ ყალბი დასკვნები გაეკეთებინათ, ეს ხომ აბსურდია“, - აღნიშნა მამუკა ბლიაძემ.

ამასთან, „გრინსერვის +“-ის თანამშრომლი დევი კახოიძე და საქმის მწარმოებელი ბექა მირღვლიანი ადვოკატმა ლევან კაჭარავამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„მოვინახულე დევი კოხოიძე და ბექა მურღვლიანი, ორივე მათგანი თავს არ ცნობენ დამნაშავედ, არ მიიჩნევენ, რომ ჩაიდინეს რაიმე სახის დანაშაული. მზადყოფნას აცხადებენ, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ ხელთ არსებული ინფორმაცია“, - აღნიშნა ლევან კაჭარავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა