პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

რომან გოცირიძე უმრავლესობას - ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები, რა ილუღლუღეთ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად და აქ თავს ვერ გაიმართლებთ!

ნახვები: 656 რომან გოცირიძე უმრავლესობას - ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები, რა ილუღლუღეთ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად და აქ თავს ვერ გაიმართლებთ!

ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები. რა ილუღლუღეთ თქვენ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად, ეს არის შედეგი და აქ თავს ვერ გაიმართლებთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ აქვს

„თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ 10-ზე მეტი გამომსვლელიდან მხოლოდ ორ საკითხზე საუბრობენ - ერთი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაა და მეორე რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს. თავის მართლების მდგომარეობაში იმყოფება მთელი პარტია და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არ გამოსდით, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დამნაშავეები არიან. ვერაფერი ვერ გაგამართლებთ! გაახარეთ რუსეთი. ისტორიაში შეხვედრით სამარცხვინო ლაქით. არავინ არ დაიწყებს დეტალების ჩხირკედელაობას, როდესაც რეზოლუციის შედეგებს ვინმე შეისწავლის. ერთი რამ ფაქტია, თქვენ მხარი არ დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც რუსეთი დაგმობილია როგორც აგრესორი ქვეყანა, გამოცხადებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებულია ქვეყნად, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა. არასდროს იყავით თქვენ სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამ პერიოდში ყოველთვის იყავით რუსეთის მხარეზე და დღესაც თქვენ დაამტკიცეთ ამ რეზოლუციისადმი არმიერთებით. თქვენ ეს შეგნებულად გააკეთეთ და გულში გიხარიათ, რომ თქვენ ეს რუსეთმა დაგიფასათ და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა ეს თქვენ დაგიფასათ, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის შექმნილია ეს მეორე განყოფილება, რომელიც თქვენთან ერთად არის და ანტიამერიკული და ანტიდასავლური რეზოლუციები ამ სულისკვეთების მატარებელი იყო. ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები. რა ილუღლუღეთ თქვენ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად, ეს არის შედეგი და აქ თავს ვერ გაიმართლებთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა