მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის რეგიონში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ტერაქტები აღკვეთა

ნახვები: 467 რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის რეგიონში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ტერაქტები აღკვეთა

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის რეგიონში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ტერაქტები აღკვეთა. რუსული მედია წერს, რომ დივერსიულ-ტერორისტული აქტები უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „იგლას“ გამოყენებით დაგეგმეს.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 1972 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე.

როგორც რუსული მედია წერს, დაკავებულმა მამაკაცმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, მანქანაში განთავსებული სათავსოს გამოყენებით, კიევიდან რუსეთში, ესტონეთის გავლით, ტრანზიტით გადაიტანა „იგლა“ ტერორისტული აქტების მოსამზადებლად.

რუსული მედია ასევე წერს, რომ ქალაქ ბრიანსკში დაკავებულია უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სატრანსპორტო ტერმინალზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა