ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

რომან გოცირიძემ ნინო ლომჯარიას მიმართა - სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას, ეკლესიას ვინ ერჩის, ყველამ კარგად იცის

ნახვები: 603 რომან გოცირიძემ ნინო ლომჯარიას მიმართა - სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას, ეკლესიას ვინ ერჩის, ყველამ კარგად იცის

სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარული სხდომაზე.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, 500 წლის წინ, ინკვიზიციის პერიოდში ლომჯარიას ღალატის გულისთვის კოცონზე დაწვავდნენ.

„ქალბატონო ნინო, ჩვენ ვხედავთ და თქვენც ალბათ კარგად გრძნობთ, რომ დაწერილი შეკითხვები ჩამოურიგეს „ოცნებაში“, ოღონდ შეეშალათ მისამართი. ცოტა ადეკვატური კითხვის დამსმელები უნდა შეერჩიათ. მთავარი მიზანია თქვენი ლანძღვა, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ფლანგზე ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდება, რომელსაც სინდისი შეაწუხებს და მადლობას გადაგიხდით თქვენ და თქვენს სამსახურს ძალიან კარგი მუშაობისთვის.

„ქართული ოცნებიდან“ ალბათ ღმერთის მტრად სხვებიც გამოგაცხადებენ. სხვათა შორის ეს ხალხი და თქვენ რომ ყოფილიყავით საბჭოთა კავშირში 70 წლის წინ, დაგვხვრეტდნენ, ვინაიდან მაშინ ხალხის მტრებად მოიხსენიებოდა ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი და 500 წლის წინ რომ ყოფილიყავით ინკვიზიციის პერიოდში, კოცონზე დაგწვავდნენ. თქვენ ახლა დაგაბრალეს კონკორდატის ღალატი. რა კონკორდატი, სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას. ეკლესიას ვინ ერჩის, ყველამ კარგად იცის. ეკლესიას ერჩის „ქართული ოცნება“ და სუს-ი, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება, გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და ასევე – საქართველოს „ტყის კოდექსით“ განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

აღნიშნული ცვლილებები სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის მიხედვით, ომბუსდსმენი მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძრების მიმდებარე მიწის ნაკვთების მფლობელობას ედავება. როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ეკლესიისთვის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა