კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ანი წითლიძე - სოსო თოფურიძეს წარმოდგენა არ აქვს, პარტიამ რას გაუძლო ათი წლის განმავლობაში, თვითონ გაქცეულია ქვეყნიდან და როგორც პროკურატურას აქვს კითხვები, ისე გვაქვს საზოგადოებას და მე

ნახვები: 556 ანი წითლიძე - სოსო თოფურიძეს წარმოდგენა არ აქვს, პარტიამ რას გაუძლო ათი წლის განმავლობაში, თვითონ გაქცეულია ქვეყნიდან და როგორც პროკურატურას აქვს კითხვები, ისე გვაქვს საზოგადოებას და მე

„ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ რაც ხდება, არის მართული გარე ძალების მიერ, სადაც ძალიან დიდი წვლილია, მათ შორის „ქართული ოცნების“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო და იქნება.

„ის, რაც ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ეს არ არის შიდა პარტიული დაპირისპირება, ეს არის მართული გარე ძალების მიერ, სადაც ძალიან დიდი წვლილია, მათ შორის „ქართული ოცნების“, რომლებიც ცდილობენ ამ ადამიანების ხელით მოახდინონ პარტიის დისკრედიტაცია. აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში იყო, არის, ყოველთვის იქნება, რადგან პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი და ბუნებრივია, რომ განსხვავებული შეხედულებები შეიძლება ბევრ რამეზე გვქონდეს, მაგრამ შიდა დაპირისპირება პარტიაში არ არსებობს“, – განაცხადა წითლიძემ.

კითხვაზე, როგორ უნდა მოახერხოს გარედან „ქართულმა ოცნებამ“, რომ შიგნით პარტიაში არეულობა გამოიწვიოს, წითლიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ პარტიასთან აფელირებული ადამიანებით ცდილობენ ჭორების გავრცელებას.

„ზუსტად მსგავსი რაღაცებით, აი, რომ ვითომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირებული ადამიანებით ცდილობენ გაავრცელონ ბინძური ჭორები „ნაციონალურ მოძრაობაზე“. წარმოუდგენელია, მე ვცდილობ უფრო მეტი არ ვილაპარაკო. სოსო თოფურიძეს წარმოდგენა არ აქვს, პარტიამ 10 წლის განმავლობაში, რას გაუძლო, თვითონ გაქცეულია ქვეყნიდან და უკაცრავად თოფურიძესთან, პროკურატურას რომ აქვს კითხვები, ისე აქვს საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა და მათ შორის მეც. ამიტომ სოსო თოფურიძეს წარმოდგენა არ აქვს, ან მიზანმიმართულად ტყუილს ავრცელებს, როდესაც იძახის, რომ ადამიანები, რომლებმაც ათი წლის განმავლობაში ეს პარტია ჩვენი ბრძოლით აქამდე მოვიტანეთ, დღემდე ვალებს ვიხდით, მათ შორის საარჩევნო კამპანიების, მთელი ამ ათი წლის განმავლობაში. სოსო თოფურიძეს არ აქვს არანაირი მორალური უფლება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ილაპარაკოს რამე, მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე, ამაზრზენია და მით უმეტეს სოსო თოფურიძე არ არის ის ადამიანი, ვინც უნდა სპეკულირებდეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და გვარით“, – აღნიშნა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა