ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეოაბაზე - რას ნიშნავს სპეკულაცია, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, მთელი მსოფლიო ტყუის?

ნახვები: 741 გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეოაბაზე - რას ნიშნავს სპეკულაცია, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, მთელი მსოფლიო ტყუის?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. როგორც ჟურნალისტებს გიული ალასანიამ განუცხადა, რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია, სააკაშვილს ერთ კვირაზე მეტია, მაღალი ტემპერატურა აქვს.

„რამდენადაც ვიცი, უკვე ერთ კვირაზე მეტია, მაღალი ტემპერატურა აქვს. მოვედი სანახავად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას ჟურნალისტებმა სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია სპეკულაციაა.

„რას ნიშნავს სპეკულაცია? ესე იგი ტყუილია ეს ინფორმაცია? კი მაგრამ, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რა არის თქვენი პასუხი საკითხზე, გავრცელდეს სააკაშვილის ფოტო და ვიდეო, რათა ხალხმა ნახოს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ალასანიამ აღნიშნა, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე არსებობს ანალიზები და ფოტო არაფერ შუაშია.

„რა შუაშია ფოტო და ვიდეო, არსებობს ანალიზები. საკითხი ხომ ჯანმრთელობას ეხება. რომელ ვიდეოზეა ლაპარაკი. მე ვიცი, რომ ასეთ დროს კეთდება ანალიზები, გამოკვლევა უტარდება ავადმყოფს და ამის მიხედვით იწერება დიაგნოზი. რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს უკვე არაერთი დიაგნოზი დაეწერა. თუ ეს ყველაფერი ტყუილი, მოგონილია და მცდარია, ეს უკვე სხვა საკითხია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსულ ექიმ ჯეიმს კობს, გიული ალასანიას თქმით, გუშინ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მისთვის ლიცენზია უნდა მიეცათ, რის საფუძველზეც პაციენტის მონახულებას შეძლებდა, თუმცა სათანადო დოკუმენტაცია დღემდე არ არსებობს.

„ექიმი კობის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თითქოს გუშინ შეიკრიბა შესაბამისი კომისია და დათანხმდნენ, რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ მისთვის ლიცენზია. დღის ბოლომდე ველოდებოდით, რომ მისი შეყვანა მოხერხდებოდა დაჩქარებული ტემპით, რადგან ასეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. როგორც ჩანს, აქ არაფერი აღარ არსებობს. ისე დამთავრდა დღე, ვერაფერი შედეგი მივიღეთ, ხოლო დღეს უცებ ვიგებ, თურმე საერთოდ არ ყოფილა არავითარი დადგენილება, არაფერი გვაქვს ხელზე, დოკუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა