Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს
საია: ევროკავშირის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა უკვე მესამე წელია უარესდება
ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია

ლევან დავითაშვილი - ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა

ნახვები: 701 ლევან დავითაშვილი - ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტკავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, საქართველოში მსხვილი კონტენტპროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.

„საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბისა და რეგიონული დატა ცენტრების განვითარების საკითხებს ითვალისწინებს მსოფლიო ბანკთან დაწყებული პროექტი Log-in Georgia, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფცია. სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის“ პროექტის შემუშავებაზე, სადაც განისაზღვრება ციფრული ეკონომიკის განვითარების სამომავლო მიმართულებები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, სტრატეგიის პირველადი პროექტი უკვე შემუშავებულია და ამ ეტაპზე მისი აქტიური განხილვები მიმდინარეობს კერძო სექტორთან ერთად

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა