არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

კელი დეგნანი - სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა ზოგჯერ არაკომფორტულია, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება

ნახვები: 671 კელი დეგნანი - სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა ზოგჯერ არაკომფორტულია, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პარლამენტში USAID-ის მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ერთად ყოფნისას, შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა სფეროში საქართველოში USAID-ის თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე ესაუბრათ.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, გაცვალეს მოსაზრებები, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და განვითარების ორგანიზაციებს ნებისმიერი მთავრობისთვის, განსაკუთრებით საქართველოში.

როგორც კელი დეგნანი ამბობს, ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება.

„დღეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, მოვსულიყავი პარლამენტში USAID-ის მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ერთად. ჩვენ გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოში USAID-ის თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე მრავალ სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, საბაზისო განათლება, პროფესიული განათლება, ინდუსტრიაზე ორიენტირებული უნარების განვითარება და, რა თქმა უნდა, დემოკრატია, მმართველობა. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ბევრი კარგი სამუშაო შევასრულეთ პარლამენტთან ერთად, მისი საზედამხედველო შესაძლებლობების განვითარების, მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე კანონმდებლობის შემუშავებაში დახმარების, ასევე, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით.

ასე რომ, შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, წარგვედგინა USAID-ის მისიის ახალი დირექტორი. როგორც სპიკერმა თავად აღნიშნა, მან კარიერის დიდი ნაწილი გაატარა განვითარების სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებაში. ჩვენთვის სასარგებლო იყო, გაგვეცვალა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ სამოქალაქო საზოგადოებას და განვითარების ორგანიზაციებს ნებისმიერი მთავრობისთვის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ჩვენ გვაქვს ასეთი ხანგრძლივი პარტნიორობა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა იყო განსაკუთრებით გასაკვირი, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს კრიტიკულ როლს ჯანსაღ დემოკრატიაში. ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი – დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ზოგჯერ ეს შეფასება არაკომფორტულია, თუმცა მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მუშაობა, ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის, მოქალაქეების უფლებებისთვის და იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს – იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, გამონაბოლქვთან ბრძოლა, დასაქმებულების, უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება. სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ კარგი სამუშაო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა