4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა

ნახვები: 506 რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლის გადაწყვეტილებას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რეგიონების სეპარატისტმა ლიდერებმა ამ ე.წ. შეთანხმებას 30 სექტემბერს კრემლში მოაწერეს ხელი. 2 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი ძირითადი კანონის შესაბამისად ცნო. 3 ოქტომბერს კი ე.წ. შეთანხმებები რატიფიცირებულ იქნა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ.

როგორც მედია იუწყება, ანექსირების უკანონო შეთანხმებებით, რეგიონების საზღვრები სხვა ქვეყნების ტერიტორიის მიმდებარედ, არის რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. 2026 წლის პირველ იანვრამდე ანექსირებულ ტერიტორიებზე იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის საკითხების მოსაგვარებლად. ამავე ვადაში უნდა გადაწყდეს ახალი რეგიონების ინტეგრაციის საკითხები რუსეთის ეკონომიკურ, ფინანსურ, საკრედიტო და სამართლებრივ სისტემებში, ასევე სამთავრობო ორგანოების სისტემაში. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ე.წ. შეთანხმებები ხელმოსაწერად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაეგზავნება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა