მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

დიმიტრი მედვედევი - ილონ მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება

ნახვები: 474 დიმიტრი მედვედევი - ილონ მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება

მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება, – ასე გამოეხმაურა ილომ მასკის მიერ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრემიერი დიმიტრი მედვედევი.

„ტელეგრამ “არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მედვედევმა მასკი კინოფილმ „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ პერსონაჟს, საბჭოთა ჯაშუშს შტირლიცს, იგივე იუსტასს შეადარა.

„მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდების მიკუთვნება. თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა იუსტასი. შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა”, – წერე მედვედევი „ტელეგრამ“ არხში.

შეგახსენებთ, Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დადო გამოკითხვა და შემდეგი პუნქტები ჩამოთვალა: „უკრაინა-რუსეთის მშვიდობა: ანექსირებულ რეგიონებში არჩევნების თავიდან ჩატარება გაერო-ს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება. ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე). ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება. უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – წერს მასკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა