War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ნატო-ს წევრი ცხრა ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება - მტკიცედ ვიცავთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით

ნახვები: 704 ნატო-ს წევრი ცხრა ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება - მტკიცედ ვიცავთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით

ნატო-ს ცხრა წევრი ქვეყნის პრეზიდენტები ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ომის დროს კიევს ესტუმრნენ და თავიანთი თვალით ნახეს რუსეთის აგრესიის ეფექტი, რის გამოც შეუძლებელია გაჩუმება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არც ახლა და არც სამომავლოდ არ ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსია. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა