4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

დავით უსუფაშვილი - ჩვენ ვითხოვთ რუსეთთან არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ დარეგულირებას, არა ადამიანების შემოსვლის აკრძალვას, არამედ მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას

ნახვები: 506 დავით უსუფაშვილი - ჩვენ ვითხოვთ რუსეთთან არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ დარეგულირებას, არა ადამიანების შემოსვლის აკრძალვას, არამედ მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას

ჩვენ ვითხოვთ რუსეთთან არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ დარეგულირებას, არა ადამიანების შემოსვლის აკრძალვას, არამედ მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი მიუღებელი და დაუშვებელია.

„ჩვენ ვითხოვთ არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ საზღვრის დარეგულირებას, ასევე, არა შემოსვლის აკრძალვას, არამედ მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავისი დასაბუთებული გამონაკლისებით. ეს იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, მათი ოჯახის წევრები, რომლებიც რუსეთში არიან, პოლიტიკური დევნილები თუ ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე. ის, რომ საქართველოს აქვს შეუზღუდავი რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე, ეს მიუღებელი და დაუშვებელია. სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ისე პირობებში. ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ. ეს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა. მოვამზადეთ ცვლილებები, სადაც არის მკაფიო ჩარჩო და ეს პრობლემას მოაგვარებს. ამას სჭირდება პარლამენტში პროექტის გატანა. მოსახლეობის მხარდაჭერა სწორედ გამკაცრების მიმართულებით და არა აკრძალვის მიმართულებით, იქნება მკაფიო და ამას ხელისუფლებაც შეისმენს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა