4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ემანუელ მაკრონი - რასაც ჩვენ ვხედავთ 24 თებერვლიდან, არის დაბრუნება იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში

ნახვები: 486 ემანუელ მაკრონი - რასაც ჩვენ ვხედავთ 24 თებერვლიდან, არის დაბრუნება იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს თანამედროვე იმპერიალიზმში ადანაშაულებს. ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იმპერიალიზმი ჯუნგლების კანონს ეფუძნებოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიო გაყო და კოლონიების დრო დააბრუნა. მაკრონმა ნეიტრალურ ქვეყნებს მოუწოდა, შეცვალონ პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

„რასაც ჩვენ ვხედავთ 24 თებერვლიდან, არის დაბრუნება იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში. საფრანგეთი ამას უარყოფს. ეს მემკვიდრეობა, ჩვენი ორგანიზაცია, ისევე, როგორც ჩვენი არჩევანი, როგორც ერების, ალტერნატივის წინაშე დგას. დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება. მან განზრახ დაარღვია გაერო-ს წესდება და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპები. არის ერთი რამ, როდესაც მე გესაუბრებით, უკრაინაში არის რუსული ჯარები და რამდენადაც ვიცი, რუსეთში უკრაინული ჯარები არ არიან. ეს არის ფაქტის განცხადება. რუსეთმა ახლა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება, მაშინაც კი, თუ იქნება ყალბი რეფერენდუმი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაბომბა და ახლა ოკუპირებულია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა