4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ბილ კლინტონი - რუსეთს შევთავაზე არა მარტო სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ალიანსში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა

ნახვები: 506 ბილ კლინტონი - რუსეთს შევთავაზე არა მარტო სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ალიანსში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა

რუსეთს შევთავაზე არა მარტო სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ალიანსში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კლინტონის თქმით, ნატო-ს გაფართოებამ აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონში კრიზისი აიცილა თავიდან. როგორც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, პუტინი არ მალავდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი ტრაგედია იყო.

ბილ კლინტონის განცხადებით, აშშ და ნატო არასდროს აპირებდნენ რუსეთს დამუქრებოდნენ და რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ჰქონდათ უფლება, ეცხოვრათ უსაფრთხოდ.

„მე შევთავაზე რუსეთს არა მხოლოდ სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა, იმის მტკიცებით, რომ ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდი პრობლემები მომავალში არასახელმწიფო აქტორებისგან წამოვიდოდა, ან ავტორიტარული სახელმწიფოებიდან, რომლებიც ყიდიან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ შესაძლებლობებს ტერორისტულ ჯგუფებზე. და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. შევხედე ელცინს და ვკითხე: მართლა გგონიათ, რომ მე გამოვიყენებ პოლონეთის საჰაერო ბაზას რუსეთის დასაბომბად? რაზეც მან მიპასუხა: არა, მაგრამ რუსეთის ევროპულ ნაწილში ბევრ მოხუც ქალს სჯერა ამის, რადგან მათი ისტორიული მეხსიერება მოიცავს ჰიტლერის მოგონებებს, ხოლო მათი ბებია-ბაბუების – ნაპოლეონის“, – აღნიშნა ბილ კლინტონმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა