მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

სომხეთის პარლამენტის სპიკერი - სომხეთი უკმაყოფილოა აზერბაიჯანის აგრესიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციით

ნახვები: 467 სომხეთის პარლამენტის სპიკერი - სომხეთი უკმაყოფილოა აზერბაიჯანის აგრესიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციით

სომხეთი უკმაყოფილოა აზერბაიჯანის აგრესიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციით. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს პარლამენტის სპიკერმა ალენ სომინიანმა განუცხადა.

„ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა. ჩვენთვის რთული იქნება ავუხსნათ ხალხს, რატომ არ მიმართავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია გათვალისწინებულ ზომებს. ბუნებრივია, ჩვენ გამოვიტანეთ, გამოგვაქვს და გამოვიტანთ დასკვნებს“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, სომხური მხარე კვლავ ელოდება ორგანიზაციის მხრიდან შესაბამის რეაქციას.

სიმონიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს რუსეთთან აქვს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება და მისი თქმით, სომხური მხარე უფრო საგრძნობ მოქმედებებს ელოდება და არა მხოლოდ განცხადებებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე ვითარება 12 სექტემბერს გამწვავდა. შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. სომხეთმა აზერბაიჯანი სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა, აზერბაიჯანმა კი სომხეთს ფართომასშტაბიან სამხედრო პროვოკაციაში დასდო ბრალი. ერევანმა დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა, თუმცა სამხედრო დახმარებაზე უარი მიიღო. ორგანიზაციამ საზღვარზე მონიტორინგის მიზნით შტაბის ჯგუფი გაგზავნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა