მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გია ვოლსკი - კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს, აქედან გამომდინარე, მათი გზა არის რევოლუცია

ნახვები: 451 გია ვოლსკი - კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს, აქედან გამომდინარე, მათი გზა არის რევოლუცია

წლები გავიდა და ყოველგვარი კვლევის გარეშე ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ, საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არ აქვს. ამიტომ, აუცილებელი არ არის, ზუსტად ის პასუხი გასცენ, რასაც ფიქრობენ. ეს არის რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სოციალურ ქსელებს გადახედეთ. ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან, ოდესმე ვინმეს ან მათი ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გამოკითხვაში თუ აქვთ მონაწილეობა მიღებული, ასეთი არ ჩანს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ IRI ხალხს არ ეკითხება, მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდოლოგია, რომელიც ზუსტად აღწერს საზოგადოებრივ განწყობებს საქართველოში. საგანგებო მნიშვნელობის არის სოციალური პრობლემები და ამ პრობლემებს ომისა და დესტაბილიზაციის საფრთხე წამოეწია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ ლოიალური გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს რაიმე სიახლე არ არის.

„კვლევებს ჩვენც ვატარებთ. კვლევებს ოპოზიციაც ატარებს და ამ კვლევებით რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი გზა არის რევოლუცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა