პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest

შალვა ნათელაშვილი - 30 წელია, სწორედ ამერიკული „აირაი“ და „ენდიაი“ დგანან გაყალბებული არჩევნების სათავეებთან, განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ

ნახვები: 675 შალვა ნათელაშვილი - 30 წელია, სწორედ ამერიკული „აირაი“ და „ენდიაი“ დგანან გაყალბებული არჩევნების სათავეებთან, განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ

30 წელია, სწორედ ამერიკული „აირაი“ და „ენდიაი“ დგანან გაყალბებული არჩევნების სათავეებთან, განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ, – წერს სოციალურ ქსელში პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, სწორედ ეს ორგანიზაციები უწყობენ ხელს ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში.

„დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თუ გაგახსენებთ, რომ სწორედ ამერიკული ე.წ. აირაი და ენდიაი დგანან 30 წელია გაყალბებული არჩევნების სათავეებთან. მათ დაადასტურეს, გაათეთრეს და გაალეგიტიმურეს ყველა გაყალბებული არჩევნები საქართველოში 1995 წლიდან. განსაკუთრებით ალერგია აქვთ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ – 68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი, მაშინაც მაქსიმუმ ერთ პროცენტს გვიწერდნენ. დღესაც მორიგი პასკვილი გამოაცხო ენდიაიმ, სადაც ლეიბორისტული პარტია ნახსენებიც არაა, სამაგიეროდ მცირე, მაგრამ თურმე რაღაც კატეგორია თავის იდეებთან ახლოს მდგომად მიიჩნევს ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის შექმნილ ე.წ. აღმაშენებელს და ახალგაზრდების თვალთდამთხრელი გახარიას პარტიას. ვაი, სირცხვილო. სწორედ თქვენ ქმნით და ხელს უწყობთ ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში და სწორედ ამით სარგებლობს რუსი ოლიგარქის რეჟიმი, როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს, რომელსაც სხვათა შორის ასევე გაუთეთრეთ ამ ათი წლის მანძილზე ყველა ურცხვად გაყალბებული არჩევნები და რომლის შეტევებისგან ბოლოს მაინც ჩვენი დასაცავი ხდებით. აი, ასე ნადგურდება ქვეყნის მომავალი და ამგვარად იფლანგება მეგობარი ამერიკელი ხალხისგან აკრეფილი გადასახადები განკუთვნილი ჩვენს დასახმარებლად“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა