ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ზელენსკი: ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ

ნახვები: 477 ზელენსკი: ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - წინ და გამარჯვებისკენ.

"ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას.

ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ," - თქვა ზელენსკიმ.

დღეს პრეზიდენტი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში ჩავიდა, სადაც საზეიმო ვითარებაში, საკრებულოს თავზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა. ამასთან, ზელენსკიმ უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა მიწების გათავისუფლებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა