4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

სანდრო რაქვიაშვილი გიორგი ვაშაძეზე - სამარცხვინო, თაღლითობა და ფარსი იქნება ისეთი ქცევა, როცა ოპოზიციონერი მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას ეროვნული ბანკის საქმიანობაზე

ნახვები: 508 სანდრო რაქვიაშვილი გიორგი ვაშაძეზე - სამარცხვინო, თაღლითობა და ფარსი იქნება ისეთი ქცევა, როცა ოპოზიციონერი მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას ეროვნული ბანკის საქმიანობაზე

„გირჩის“ წევრი, დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს, რასაც ხელს არ აწერს გიორგი ვაშაძე.

სანდრო რაქვიაშვილი განმარტავს, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, მოქალაქეები ორნიშნა ინფლაციით რატომ ღარიბდებიან და საქართველოს ეროვნული ბანკი თავის უფლებამოსილებას რატომ არ ასრულებს.

რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ვაშაძე ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერს, მისი მხრიდან ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იქნება.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოყენებულია პოლიტიკური დაპირისპირებისთვის და ყველა მხარე ამ საკითხს ვუყურებთ, როგორც დაპირისპირებისთვის ინსტრუმენტს და ამ ინსტრუმენტის დათმობა არავის სურს. ახლა ჩხუბის გაგრძელების ერთ-ერთი ეტაპია და ვიდრე პოზიციები არ შეიცვლება, მანამდე არაფერი კარგი არ გამოვა.

რაც შეეხება ვაშაძეს, სამარცხვინო, თაღლითობა და ფარსი იქნება ისეთი ქცევა, როცა ოპოზიციონერი მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიას. საზოგადოება მარტივად დაინახავს, ვინ არის თაღლითი, ვინ მონაწილეა ფარსის და ვინ ცდილობს, კარგის გაკეთებას. თუ კომისია შეიქმნება, პასუხი გვეცოდინება, რატომ ღარიბდებიან მოქალაქეები ორნიშნა ინფლაციით და ეროვნული ბანკი თავის ვალდებულებას რატომ არ ასრულებს. ამას გიორგი ვაშაძე ხელს არ აწერს და მაინტერესებს, რატომ? თუ ხელს არ მოაწერს, ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. რაქვიაშვილის ინფორმაციით, კომისიის შექმნის საკითხს ხელი უკვე მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“,  „მოქალაქეების“ წევრებმა და ასევე რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა. მისი ცნობით, ამ საკითხს ამ დრომდე ხელი არ მოაწერეს გიორგი ვაშაძემ და პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა