მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

სალომე სამადაშვილი - სახალხო დამცველის შერჩევაზე კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენებით მხარი არ დავუჭირეთ, კონსულტაციები არ ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას შედეგთან დაკავშირებით

ნახვები: 474 სალომე სამადაშვილი - სახალხო დამცველის შერჩევაზე კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენებით მხარი არ დავუჭირეთ, კონსულტაციები არ ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას შედეგთან დაკავშირებით

კონსულტაციები არ ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას შედეგთან დაკავშირებით. ამ პროცესში მთავარი პარტნიორები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მხარდაჭერილი კანდიდატები. თავისთავად, საუბარს ყოველთვის აქვს აზრი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა სახალხო დამცველის არჩევის წესზე, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პარლამენტში კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით სამადაშვილი გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებას, რომლითაც „გიორგი ვაშაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, მგლის თავზე სახარების კითხვას შეეშვან და მოახდინონ მმართველი პარტიის ლუსტრაცია“.

„სახალხო დამცველის შერჩევის თაობაზე კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მხარი არ დავუჭირეთ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ძალიან მარტივია, შევთანხმდეთ და მხარი დავუჭიროთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ სანდო კანდიდატს. კონსულტაციებში მონაწილეობას რაიმე პასუხისმგებლობის აღება არ მოყვება, საბოლოო ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ წესები ისე გაწერა, რომ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ბერკეტები დაიტოვა. კონსულტაციები არ ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას პროცესის შედეგთან დაკავშირებით. ამ პროცესში მთავარი პარტნიორები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მხარდაჭერილი კანდიდატები. თავისთავად, საუბარს ყოველთვის აქვს აზრი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას „სამართლიან არჩევნებთან“ და „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოსთან“ დაკავშირებით, სამადაშვილის თქმით, „არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხელისუფლების მიერ დაწყებული შტური, ნათელს ხდის, რომ ხელისუფლების დღის წესრიგია, ამ პროცესში გაანეტრალოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და არის საზოგადოებისთვის სანდო“.

„ვნახეთ, რომ ამ ორგანიზაციებს ფინანსური სახსრების არასწორ განკარგვაში ადანაშაულებენ, რაც არის პირდაპირ რუსეთის ხელწერა. წლებია, პუტინის რეჟიმი ასე იქცევა და შეუძლებელი გახადეს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რუსეთში საქმიანობა. „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, ცდილობს, რომ ქვეყანაში შექმნას რუსეთის ანალოგიური პოლიტიკური სისტემა და ამას ხელს უშლიან დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ოპოზიცია. ამიტომ, ხელისუფლებისთვის ყველა ეს არის სამიზნე განიდგურების და გარიყვის მიმართულებით, რომ საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია შექმნან და აღმოფხვრან ყველა საწყისი, რაზეც ქვეყანაში დემოკრატია დგას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა