4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ირაკლი ზარქუა - საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა, რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ გამორიცხულია, ეს გამოვიდეს, რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები

ნახვები: 486 ირაკლი ზარქუა - საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა, რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ გამორიცხულია, ეს გამოვიდეს, რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები

საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა და რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ იქვე მივუთითებთ, რომ გამორიცხულია აქედან ეს გამოვიდეს. რატომ? რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები, შიდა თუ გარეფასიანი ლობისტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ  ეროვნულ თანხმობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც ხვდება, რადგან კიდევ ერთხელ აუხსნან, რომ ქვეყანას სჭირდება კანონპროექტებზე მუშაობა.

„ბუნებრივია, მათი ამოცანა ეს იყო. არ ასრულებენ და არღვევენ პირველ პუნქტს, რაც გვითხრა ევროკომისიამ. ევროკომისიას დამთავრებული არ ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის ჩამონათვალი და უკვე გადადგომით, ჩამოგდებით, რევოლუციური სცენარებით გვემუქრებოდნენ. ამიტომ, ეს გამორიცხულია. მათ საპასუხოდ, დღეს ბატონი პაპუაშვილი ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის შეხვდება ამ რადიკალებსაც, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ვინც მათთან ერთად არიან. მაინც ვხვდებით, რადგან კიდევ ერთხელ ავუხსნათ, ამ ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება, კანონპროექტებზე მუშაობა და არა „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის და ზომავს, რამდენი შემოვარდეს, ახალგაზრდები რომ უნდა ჩაითრიოს ამ უბედურებაში. ჩვენ ეს 20 ივნისს გავიარეთ. ტრაგედია იყო ის, რაც მოხდა. სადაც დაზარალდნენ როგორც ჩვენი ახალგაზრდები, ისე პოლიცილები და ეს არ უნდა გავიმეოროთ“, – განაცხადა ირაქლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა