მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, ხოშტარია ყველაფერს აკეთებენ, რომ არ შესრულდეს ევროკომისიის პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას უკავშირდება

ნახვები: 447 ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, ხოშტარია ყველაფერს აკეთებენ, რომ არ შესრულდეს ევროკომისიის პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას უკავშირდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ზურაბ ჯაფარიძე თავის განცხადებებში აგრესიულობით და სიმძაფრით გამოირჩევა.

კობახიძემ შეაფასა გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადება, სადაც ის ამბობს: „ჩემს „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე. ამოცანა მაქვს, მათი რაოდენობა გავზარდო“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფრის ჯანსაღი მსაჯული არის საზოგადოება და ყველაფერი მან უნდა შეაფასოს.

„ეს არ არის რაიმე ახალი. ერთადერთი ჯაფარიძე გამოირჩევა მეტი აგრესიულობით და სიმძაფრით თავის განცხადებებში. პოლარიზაციისკენ მიმართულ განცხადებებს ოპოზიციონერები აკეთებენ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში. მანამდე იყო ერთ-ერთი თავმჯდომარის მაპოლარიზებელი განცხადება, საუბარი აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე და ასე შემდეგ. ახლაა ჯაფარიძე, მანამდე კიდევ სხვები. ეს არის მათი რიტორიკის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი და ეს არის მათი საქმიანობის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი.

მთავარია, რომ ყველამ შეაფასოს და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. საზოგადოება არის ყველაზე ნეიტრალური და ჯანსაღი მსაჯული ამ ყველაფრის. საზოგადოება როდესაც ხედავს, რომ ვიღაცები ცდილობენ პოლარიზებას, ქვეყანაში ვითარების არევას, ომისკენ მიაქანებენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, მათ არასდროს არ ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოებამ უნდა შეხედოს და შეაფასოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში რამდენიმე რადიკალური ძალაა, რომელსაც არ სურს, შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება.

„მათ უკავიათ რადიკალური ნიშა. ეს არის მცდელობა, რომ არავითარ შემეთხვევაში არ გამოვიდნენ რადიკალური ნიშიდან. ეს არის რეალობა. არის რამდენიმე რადიკალური პოლიტიკური ძალა, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ეს არის ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. ეს ხუთი სუბიექტი, რომელიც არის რადიკალური ოპოზიცია, ამ ნიშაში არიან და არც უნდათ ამ ნიშიდან გამოსვლა. შესაბამისად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა არ შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი, რომელიც უკავშირდება დეპოლარიზაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა