მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მიხეილ დუნდუა - გაერო-მ ადამიანის განვითარების მორიგი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ კიდევ ერთხელ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, რეიტინგი უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს

ნახვები: 454 მიხეილ დუნდუა - გაერო-მ ადამიანის განვითარების მორიგი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ კიდევ ერთხელ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, რეიტინგი უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს

გაერო-მ ადამიანის განვითარების მორიგი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ კიდევ ერთხელ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

მისი თქმით, ზედიზედ მეოთხედ, გაერო-მ საქართველოს მისცა ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი, რაც გამორჩეული შედეგია.

„საქართველო კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი არის დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწიოთ კეთილდღეობასა და წინსვლას, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველო რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით, ერთ-ერთი გამორჩეულია. მაგალითად, ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველომ შვიდი ადგილით შეძლო პოზიციის გაუმჯობესება 2015-2021 წლების პერიოდში. ყოველივე ეს, უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ ის ეკონომიკური, სოციალური და სხვა პოლიტიკა, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული, უფრო მეტი ძალისხმევით და მიზანმიმართულად მივმართოთ ამ მიმართულებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი და მომავალი წელიც საუკეთესო იქნება ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

ადამიანის განვითარების 2021/2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) სარეიტინგო პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 63-ე ადგილზე გავიდა. ამასთან, საქართველოს ზედიზედ მეოთხედ, მიენიჭა ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა