ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

იაგო ხვიჩია - სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით „გირჩი“ მრავალფეროვანი პოზიციით ვიყავით წარმოდგენილი, ერთმანეთს ვაძლევთ თავისუფლებას, დღესაც იმავეს ვაპირებთ

ნახვები: 481 იაგო ხვიჩია - სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით „გირჩი“ მრავალფეროვანი პოზიციით ვიყავით წარმოდგენილი, ერთმანეთს ვაძლევთ თავისუფლებას, დღესაც იმავეს ვაპირებთ

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პარტიაში სხვადასხვა პოზიცია ჰქონდათ და ერთმანეთს აძლევდნენ თავისუფლებას.

მისივე თქმით, კანონპროექტს მხოლოდ ჰერმან საბომ დაუჭირა მხარი. როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, მესამე მოსმენის დროსაც იმავეს აპირებენ.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ „გირჩის“ შიგნით ჩვენს პოლიტიკოსებს სხვადასხვა პოზიცია გვქონოდა. მე არ ვესწრებოდი სხდომას, ვახო მეგრელიშვილი წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო, სანდრო რაქვიაშვილს თავი უნდა შეეკავებინა და საბომ მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. „გირჩი“ მრავალფეროვანი პოზიციით ვიყავით წარმოდგენილი. ერთმანეთს ვაძლევთ თავისუფლებას.

ყველას ბუნებრივი პოზიცია რაც იყო, ისე დავტოვეთ და ერთმანეთს ხელი არ შევუშალეთ. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს საკითხი, რომ ასეთ პოზიცია უნდა დაგვეფიქსირებინა. დღესაც იმავეს ვაპირებთ, თუ სინქრონი გამოგვივიდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ზოგადად, სახალხო დამცველის შერჩევის ნებისმიერ მოდელთან დაკავშირებით „გირჩის“ პარტია სკეპტიკურადაა განწყობილი.

ჩვენ ზოგადად, სკეპტიკური ვართ სახალხო დამცველის შერჩევის ნებისმიერ მოდელთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პარტიის იქით ადამიანი არ გვეგულება, ვისაც ამ მნიშვნელოვან საქმეს ვანდობდით და შემდეგ პასუხისმგებლობას ავიღებდით სახალხო დამცველის მოქმედებებზე. ჩვენ ბევრი სახალხო დამცველი გვყოლია, მაგრამ ქართველი ხალხის უფლებრივ მდგომარეობაზე ამას არასოდეს უმოქმედია არც დადებითად და არც უარყოფითად“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მისი მესამე მოსმენით დამტკიცება დღეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებებით იცვლება სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა