4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ლევან იოსელიანი - ვერ ვხედავ წინაპირობას, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენას უზღუდავს

ნახვები: 507 ლევან იოსელიანი - ვერ ვხედავ წინაპირობას, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენას უზღუდავს

სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტის პირველ და მეორე რედაქციას შორის დიდი სხვაობა არ არის, რამდენიმე სიტყვაა შეცვლილი, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ოპოზიციამ საკუთარი პოზიციის ნაწილმა რატომ შეცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევა იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მთავარია, რომ ცვლილებები არავის უკრძალავს შესაძლებლობას, რომ ნომინირება მოახდინოს და კანდიდატებს საშუალება ექნებათ, მხარდაჭერა მოიპოვონ.

„იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას უზღუდავს კანდიდატის წარმოდგენას. შეთანხმების გარეშე სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელი იქნება, რადგან საჭიროა 90 ხმა და ოპოზიციის მონაწილეობა. რომელიმე კანდიდატი თუ მომეწონება, მხარს დავუჭერ. კანდიდატებს კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციით შევაფასებ. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის პოზიციას, მგონია, რომ მიზეზს ეძებდნენ, მხარი არ დაეჭირათ. შალვა პაპუაშვილის გამოსვლა ვიღაცას მოეწონა და ვიღაცას არა, მაგრამ ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც უკვე მხარი ერთხელ დაუჭირეს და თუ კანონპროექტში არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მისი მესამე მოსმენით დამტკიცება დღეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებებით იცვლება სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა.

კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“, თუმცა მათ მეორეს მოსმენისას ცვლილებებს ხმა არ მისცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა