მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თამარ კორძაია სახალხო დამცველის არჩევის წესზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერასაც აპირებს

ნახვები: 455 თამარ კორძაია სახალხო დამცველის არჩევის წესზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერასაც აპირებს

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია სახალხო დამცველის არჩევის წესზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერასაც აპირებს.

თამარ კორძაიამ ცვლილებებს ორი მოსმენით დაუჭირა მხარი, ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მის მიერ გამოთქმული შენიშვნები გაზიარებულია.

დეპუტატი გამოეხმაურა იმასაც, რატომ არ დაუჭირეს მხარი ცვლილებებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“.

კორძაიას მიაჩნია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო გამოსვლისას შალვა პაპუაშვილის განცხადება ცოტა პროვოკაციული იყო.

„პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებასთან დაკავშირებით დამატებით ძალიან ბევრი სამუშაო იქნება, რომ შეფასებასთან დაკავშირებით შენიშვნები არ დარჩეს. მგონია, რომ შემფასებელი ჯგუფის შეფასების წესზე ძალიან დეტალურად გვაქვს სამუშაო, რადგან კანდიდატებს არ უნდა დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ რაღაც არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, სამუშაო უნდა გაგრძელდეს შემფასებელთა ჯგუფთან მიმართებით და შეფასების წესთან დაკავშირებით. ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის შეფასებით, შალვა პაპუაშვილის განცხადება ცოტა პროვოკაციული იყო და გამაღიზიანებელი იქნებოდა მაშინ, როცა შეთანხმებები და ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა დიდი მიღწევაა, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეს „ქართული ოცნება“ და პარლამენტის თავმჯდომარე. არანაირი გარანტია არ მქონდა, რომ რეგლამენტშიც გაითვალისწინებდნენ ჩემს შენიშვნებს, მაგრამ ვინაიდან ჩაწერეს, რომ კონსულტაციებით მოხდება ეს ყველაფერი, მაქვს მოლოდინი, რომ ეს კონსულტაციები იქნება“, – განაცხადა კორძაიამ.

კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მისი მესამე მოსმენით დამტკიცება დღეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებებით იცვლება სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა.

კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“, თუმცა მათ მეორეს მოსმენისას ცვლილებებს ხმა არ მისცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა