4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

რომან გოცირიძე - პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში, ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება

ნახვები: 507 რომან გოცირიძე - პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში, ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია.

„გამოდის პრემიერ-მინისტრი და იძახის, რომ ეკონომიკა იზრდება და ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში – ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება. რომელ ზრდაზეა საუბარი, როდესაც ოფიციალურად ინფლაცია 20-30% და უფრო მეტია. სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური მანიპულირებს და ფასების ზრდას რეალურად არ აჩვენებს. შედით მაღაზიაში და ნახეთ, რას ყიდულობდით 100 ლარით თუნდაც გასულ წელს და რის ყიდვა შეგიძლიათ დღეს. ეკონომიკური ზრდა კორექტირდება ინფლაციის რეალური ზრდით. თუ ინფლაცია არის გაყალბებული, მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაყალბებულია. რატომ ვერ ვგრძნობთ ეკონომიკური ზრდის შედეგებს? ყოველწლიურად რატომ გადის ჩვენი ქვეყნიდან ათობით ათასობით ადამიანი?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა